- ავტოიმპორტიავტოიმპორტი საქართველოში ყოველწლიურდ მზარდია და 2019 წლიდან უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის პირველ ადგილზეა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საშუალო წლიური იმპორტის მოცულობა აშშ დოლარში მილიარდ 320 მილიონს შეადგენს.
- კავკასიის ავტოცენტრისაქართველოში ავტოიმპორტის მიმართ ზრდა გამოწვეულია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩვენი საავტომობილო ბაზრის მიმართ ინტერესით. ასევე ყოველწლიურად მზარდი და უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილზე არის ავტომობილების ექსპორტი. საქართველო კავკასიის რეგიონში, ავტომობილების საზღვაო გზით მიმღებისა და სახმელეთო გზით განმანაწილებლის ფუნქციას ითავსებს. საქართველოს საავტომობილო ბაზარი საინტერესოა, როგორც კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვისაც (ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურმენეთი)
- ავტომობილების აღდგენა და ექსპორტიავტოინდუსტრიის დიდი ბრუნვებიდან გამომდინარე, საქართველოში განვითარებულია სერვისის მიმართულება, პროდუქტი საქართველოში ჩამოდის როგორ ნედლეული, შემდეგ ხდება მათი დამუშვება და ქვეყნიდან გადის უკვე როგორც სარეალიზაციოდ გამზადებული მზა პროდუქტი. ქვეყანაში არსებულ სერვისებს საკმაოდ დიდი რაოდენობით დაზიანებული ავტომობილების გადამუშავება (აღდგენა) შეუძლია.
- მოქნილი ბაზარი ავტოდილერებისთვისამ ყველაფრიდან გამომდინარე ქვეყანაში შეიქმნა კონკურენცია ავტოიმპორტორ კომპანიებს შორის, რამაც ავტოდილერებისთვის და ავტომობილის ყიდვით დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის შექმნა საკმაოდ მოქნილი მომსახურების სფერო. ასევე საქართველოში მოქნილია საბაჟო პოლიტიკა, რაც დამატებით ბიუროკრატიას აცილებს, როგორც ქართველ მომხმარებელს ასევე უცხოელს
CARNOW შენი გამოცდილი მეგობარი ავტო ინდუსტრიაში
დაზოგე დრო და ენერგია! შეიძინე მაღალი ხარისხის ავტომობილი პირდაპირ აუქციონიდან საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შუამავლის ფასნამატის გარეშე
დაინტერესდი?
შეავსე განაცხადის მარტივი ფორმა, მიუთითე შენთვის სასურველი ავტომობილის მონაცემები. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება და გაგიწევს ხარისხიან კონსულტაციას.
