შეფასება / შეკეთება

     CARNOW REPAIR – შეფასებისა და შეკეთების სერვისი

CARNOW გთავაზობთ სრულყოფილ შეფასებისა და შეკეთების პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ავტომობილს სერტიფიცირებული სერვისით, დეტალური შეფასებით და პარტნიორი სერვის ცენტრების ექსკლუზიური ფასდაკლებით.

✅ შეფასების პროცესი

1. საწყისი შეფასება – სანამ ავტომობილი აუქციონზეა

•ავტომობილი ჯერ პარტნიორ სერვის ცენტრში იგზავნება, სადაც ხდება დეტალური ტექნიკური ანალიზი და სავარაუდო შეკეთების ღირებულების დადგენა.

• შესაძლებელია დაზიანებული ნაწილების წინასწარ შეძენა პარტნიორი სერვის ცენტრიდან, თუ მომხმარებელი დათანხმდება ინვოისს.

2. ხელახალი შეფასება – ჩამოსვლისთანავე

• ამერიკიდან ჩამოსვლისას, ავტომობილი უნდა მიეწოდოს არჩეულ სერვის ცენტრს, სადაც ხდება დეტალური შემოწმება.

•  სურათებში არახილული დეტალები გადამოწმდება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ინვოისის კორექტირება.

💰 შეფასების საფასური – 500 ლარი, რომელიც გაიქვითება შეკეთების პროცესში, თუ მომხმარებელი სერვისს ჩვენთანვე გაივლის.

✅ შეკეთების სავალდებულო პირობები

• ავტომობილი აუცილებლად უნდა შეკეთდეს მხოლოდ CARNOW-ის პარტნიორ სერვის ცენტრში.
• ინვოისში მითითებული ყველა დეტალი უნდა იყოს შეცვლილი, რათა ავტომობილმა CARNOW APPROVED სერტიფიკატი მიიღოს.
• შეკეთების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი, თუმცა მალე დაემატება განვადების ფუნქცია ბანკის მეშვეობით.

✅ პარტნიორი სერვის ცენტრების უპირატესობები

• CARNOW-ის კლიენტები იღებენ ექსკლუზიურ ფასდაკლებას –
15%-დან 30%-მდე ფასდაკლება ნაწილებსა და მომსახურებაზე.
• თანამშრომლობა კონკრეტულ ავტოსერვის ბრენდებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სანდოობასა და ხარისხს.

✅ დამატებითი სერვისები
• პარტნიორ სერვის ცენტრში შესაძლებელია ყველა საჭირო ტექნიკური მომსახურება:
• საბურავების შეცვლა
• ზეთის შეცვლა
• სრულყოფილი ტექნიკური ინსპექცია
• სხვა საჭირო სერვისები

🔒 გარანტია – ყველა შეკეთებულ ნაწილსა და შესრულებულ სამუშაოზე ვრცელდება 6-თვიანი გარანტია.

📞 დაგვიკავშირდით და მიიღეთ პროფესიონალური შეფასება, სანდო შეკეთება და ექსკლუზიური ფასდაკლებები!