მომხმარებლების შეფასებები
რას ამბობენ მომხმარებლების ჩვენზე
Customer Feedback
მსგავსი კომფორტი, რაც CarNow-მ შემიქმნა, არავის და არასდროს შეუქმნია . ავტომობილის შერჩევა, შეძენა, ტრანსპორტირება, ფოთიდან ჩამოყვანა, პირდაპირ ფანტასტიურ სერვის ცენტრში შეყენება და წარმოუდგენლად მცირე დროში შეკეთება ხარისხიანად და ბიუროკრატიული, ძალიან დამღლელი პროცედურების უმარტივესად შესრულება. თქვენ დამიზოგეთ დრო, ნერვები , ფსიქიკა და ძალა, რასაც ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი … ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა ყოველ თქვენგანს განსაკუთრებით მიშოს წარმატებები თქვენ
ქეთევან ნაცვლიშვილი
#არინანებთ… ისე გულიანად მირჩევდა მანქანას, რომ მეგონა თავისთვის არჩევდა ადამიანს თავიდანვე ეტყობა, საქმეს ფულისთვის აკეთებს თუ უყვარს და ამით სიამოვნებას ღებულობს! მადლობა CarNow-ს და წარმატებები გიორგი ეთერია!
ავთანდილ კრავეიშვილი
მომსახურებით კმაყოფილი ვარ, ლამის 3 თვე დასჭირდა სასურველი ავტომობილის მოძებნას მაგრამ წამითაც არ დამზარდნენ, მოკლედ ყოჩაღები არიან
ლაშა გოგაძე
დიდი მადლობა CarNow-ს შესანიშნავი მომსახურებისთვის. მანქანის შერჩევიდან ჩამოსვლამდე ყველა ეტაპი გამჭვირვალე და კომფორტული იყო. მუდმივად მქონდა ზუსტი ინფორმაცია და არანაირი გაუთვალისწინებელი პრობლემა არ შემხვედრია. ნამდვილად სანდო და პროფესიონალი ავტოიმპორტიორი კომპანიაა. რეკომენდაციას ვუწევ!
გოგა ბერიძე
თავის საქმის პროფესიონალები არიან ნამდვილად, ისეთ წვრილმანებზე და დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას რაზეც ვერ ვიფიქრებდი ვერასდროს, რითიც მინიმუმამდე დაყავთ რისკები. ჩემივე პოტენციურ მანქანაზე მე რო ვფიქრობდი თვალის დახუჭვას დამისაბუთეს რატომ არ ღირდა ყიდვა რაც თავისთავად უსვამს ხაზს რომ საქმის ხარისხიანად კეთებაზე არიან ორიენტირებულები. წარმატებები ძმებო ამ საქმეშიც და სხვა ყველაფერშიც
